2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ევროპულ საქართველოს“ ასახელებს

ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლმენტი არჩევნების შემდეგ არის: “ქართული ოცნება” – 60%; “ნაციონალური მოძრაობა” თავისი “ევროპული საქართველოთი” -20 %; დანარჩენი ოპოზიცია – 20 %. “ქართული ოცნებისთვის” ეს მიღწევადი შედეგია”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის მარტივი არითმეტიკა, საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც ჩვენ იმის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. რეალურად, გამარჯვებულმა პარტიამ უნდა მიიღოს დაახლოებით მინიმუმ 45 პროცენტი იმისთვის, რომ შედგეს კოალიცია.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციის შექმნა წარმოუდგენელია ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებთან.
„არიან პარტიები, რომლებთანაც შეუძლებელია „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციის შექმნა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განშტოებით, ეს არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომელებიც ღიად აცხადებენ, რომ საქართველო არ უნდა გახდეს მაგალითად, ნატო-ს წევრი, რომლებიც უპირისპირდებიან დასავლური ინტეგრაციის მიზანს. ასეთ პარტიებთან ჩვენთვის შეუძლებელი იქნება კოალიციის შექმნა. ზუსტად აქ რჩება ხუთპროცენტიანი სივრცე. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მარჩიელობა ჩვენ არ დაგვჭირდება. არჩვენების წინ და არჩევნების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ისეთი შედეგის მიღწევას, რომელიც კოალიციის შექმნას საჭიროს არ გახდის“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter