კახა კალაძე ტაქსების უსაფრთხოებისა და გამართულობის მიზნით ახალ მექანიზმებს აწესებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 1 ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ. ამასთან, აღნიშნული პირები, ვაუჩერის გამოყენების შემთხვევაში კომპანია „ვიანორის“ 20%-იან ფასდაკლების ბარათს მიიღებენ.
„პირველი დღეების განმავლობაში 2000-მდე A კატეგორიის ლიცენზიანტი ტაქსის მძღოლი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეის მდგომარეობით, 9000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს ქალაქში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ რეფორმის ყველა ეტაპი და ეს ეტაპები უკავშირდება როგორც უსაფრთხოებას, ასევე მომსახურების ხარისხს, ტაქსის ბაზარზე სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, იყოს სისუფთავე, მოწესრიგებული ტაქსი. ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის შექმნასაც ჩვენ ვაპირებთ, იქნება კონტროლი. კონტროლი იმისა, რომ ტაქსები იყოს მოწესრიგებული და ადამიანმა, რომელიც სარგებლობს ამ სერვისით, თავი იგრძნოს კომფორტულად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილი იყოს უსაფრთხო და გამართული“- აცხადებს თბილისის მერი.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter