დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

სირიაში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ტრამპმა გადადგა ასეთი ნაბიჯი, რათა თურქეთმა შეწყვიტოს ცეცხლი და დაასრულოს ოპერაცია.
”ეს ბრძანება აძლევს ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო დეპარტამენტს უფლებამოსილებას განიხილონ თურქეთის მთავრობასთან დაკავშირებული პირების, ორგანიზაციებისა მათან დაახლოებული პირების მიმართ სანქციების დაწესება და მონაწილეობა იმ საქმიანობებში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოქალაქეებს ან იწვევს ჩრდილოეთით მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარებას ”.- თქვა პომპეომ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter