პანკისში ახალი 27 მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იწყება

პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. 27 მეგავატიანი ჰესის – „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და მას კომპანია „ფერი” განახორციელებს.
როგორც ფერის გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა, 27 მეგავატიანი ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრის მოშორებით იქნება.
“სამყურისწყალი 2″-ის მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული გვაქვს და პროცესს ნოემბრიდან აუცილებლად დავიწყებთ”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

კითხვაზე, რამდენად ელოდებიან ადგილობრივების პროტესტს 27 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ეს კიდევ ერთი ჰესის
-“ხადორი – 3”-ის მშენებლობის დაწყებისას მოხდა, იორდანიშვილის თქმით, “კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია დესტრუქციული ქმედებები”, თუმცა აღნიშნული ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული და ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში, 5 მეგავატიანი ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter