ისარგებლებს თუ არა საქართველო რეგიონში კრიზისით?

იქ სადაც ომი აღარაა, ამერიკა ტერიტორიას ტოვებს – ასეთია ვაშინგტონის პოზიცია საომარ წერტილებთან დაკავშირებით ისტორიულად. დღეს, ამერიკელმა დიპლომატებმა სირია დატოვეს. მაგრამ მშვიდობა სირიაში ისევ შორსაა. თუმცა არა ამერიკელების აზრით, ასე თუქრეთი ფიქრობს, ასევე რუსეთიც. რუსული ჯარი იქ ისევაა, თურქეთს კი ამ დღეებში შეყავს და ამის გამო კრიტიკის ნიაღვარსაც იმსახურებს.

რას უნდა ველოდეოთ რეგიონში? ერთი მხრივ, შესაძლებელია გამტკიცდეს თურქეთის პოზიციები უშუალოდ სირიაში, იმ ტერიტორიაზე, რომელიც დასახლებულია ეთნიკური ქურთებით, თუმცა მეორე მხრივ, შესაძლოა, მოხდეს შეტაკება სირიის სამთავრობო ძალებსა და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის. ეთნიკურმა ქურთებმა, რომლებიც თავის დროზე გამოდიოდნენ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, მიმართეს სირიის ცენტრალურ მთავრობას, რათა ის ჩაერიოს კონფლიქტში და აღმოფხვრას თურქეთის საქმიანობა სირიის ტერიტორიაზე. იქ ვითარება დამძიმდება – ასე თვლიან ექსპერტები.

ეს ყველაფერი კი დაამძიმებს ამერიკულ და ევროპულ წნეხს თუქეთზე, რომელიც უკვე 4-5 წელია რუსთთან მეგობრობას არ ერიდება დასავლეთის ჯინაზე.

რა გავლენას იქონიესბ ეს ყველაფერი საქართველოზე? თუ თურქეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განამტკიცა სანქციები, ბუნებრივია, ეს თურქეთის ლირაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, რაც ნეგატიურად აისახება ლარის კურსზე. თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი პარტნიორია სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს მართებს მაქსიმალური ძალისხმევა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თბილი ურთიერთობები, როგორც თურქეთთან, ასევე დასავლეთთან. საქართველო უბრალოდ უნდა შემოიფარგლოს განცხადებით, რომ მხარს უჭერს სირიის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას.

საერთაშორისო ექსპერტები კი გარდა იმისა, რომ თურქეთთან ურთიერთობის დამძიმებას ელიან, ვარაუდობენ, რომ ლტოლვილთა კრიზისის ახალი ეტაპიც დაიწყება. რაც შეეხება საქართველოს, ვითარების დამძიმება რეგიონში, როგორც ითქვა შესაძლოა ეკონომიკური გართულებები მოიტანოს, თუმცა მოსალოდნელია ასევე შტატებისა და ავეორპული ინტერესების გაძალიერებაც ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ეკონომიკასაც წაადგება. შედეგად, სწორი ნაბიჯების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოცემულ ვარიანტში შეუძლია სასარგებლო გზისა და გამოსავლის პოვნა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter