დავით გარეჯი მთლიანად დაცულ ტერიტორიად უნდა იქცეს – ანა დოლიძე

დავით გარეჯის ეკლესიებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განცხადება გააკეთა. მისი მოწოდებაა, რომ დავით გარეჯი მთლიანად გადაიქცეს დაცულ ტერიტორიად.
„ეს შეთავაზება დიდი ხანია დევს მაგიდაზე და შემუშავებულია საერთაშორისო მხარდაჭერით, მათ შორის მსოფლიო ბანკის და შემუშავებულია სასიქადულო მეცნიერების მიერ. ამ ეტაპზე გვინდა პოლიტიკურ დონეზე გავიტანოთ და დავდოთ მაგიდაზე, როგორც არსებული ვითარების მშვიდობიანი კი არა, სასარგებლოდ გადაწყვეტის შეთავაზება. ასეთი მაგალითები მსგავს დაძაბულ სამართლებრივად განუსაზღვრელ ტერიტორიებზე არსებობს. ვითარებას და ადგილს, რომელთან დაკავშირებით დაძაბულობაა, ვაქცევთ და ვიყენებთ საერთაშორიო კულტურული მემკვიდრეობის ადგილად და ეს ხდება ერთ-ერთი სერიოზული, გარემოსდაცვითი, ტურისტული და ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი რეგიონში, ორივე მხარისთვის მომგებიანი“- აცხადებს ანა დოლიძე.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter