აშშ-მ თურქეთს სანქციები დაუწესა

ამერიკის პრეზიდენტმა თურქეთს სანქციები დაუწესა. ამის მიზეზი თურქეთის სირიაში შეჭრა აღმოჩნდა. გაჟღერებული ინფორმაციით, სანქციები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ამოქმედდება.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის, თქმით, ტრამპმა თურქეთს „ძალიან მკაცრი სანქციები“ მოუმზადა. თუმცა კონკრეტულად რა სანქციები მოუმზადა აშშ-მ თურქეთს უცნობია.
კანონპროექტის მიხედვით აშშ-მ თურქეთში იარაღის ექსპორტი უნდა შეაჩეროს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ანკარა უპასუხოდ არ დატოვებს არც ერთ ქმედებას, რომლის მიზანი ტერორიზმის წინააღმდეგ მის ბრძოლისთვის ხელის შეშლა იქნება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter