იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში ტაიფუნი “ჰაგიბისის” მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად დაკარგულია 17, ხოლო დაშავებულია 189 ადამიანი. 136 000-მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო 4300-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სტიქიის გამო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის სამი მატჩი გაუქმდა. მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაიფუნი მნიშვნელოვნადაა შესუსტებული.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter