ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ავსტრალიის გუნდთან მარცხით დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ავსტრალიის გუნდთან მარცხით დაასრულა. ქართველი მორაგბეები „ვოლაბებთან“ 8:27 დამარცხდნენ. გუნდის შემადგენლობაში ლელო სანდრო თოდუამ დადო, ერთი საჯარიმო კი ზუსტად სოსო მათიაშვილმა გამოიყენა.
ამით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა. ბორჯღალოსნებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გუნდს, მომდევნო ჩემპიონატზე მოსახვედრად, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწევს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter