ირანული მედის ცნობით ირანულ ტანკერზე სარეკეტო თავდასხმა წითელ ზღვაში, საუდის არაბეთის პორტიდან განხორციელდა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ნავთობტანკერზე აფეთქება საუდის არაბეთის სანაპიროდან გაშვებულმა ორმა რაკეტამ გამოიწვია. ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია აღნიშნულ ინფორმაციას იმ ნავთობკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც აღნიშნული ნავთობმზიდი ეკუთვნის.
მედიის ინფორმაციით, ტანკერის მძიმე დაზიანების შედეგად, ნედლი ნავთობი ჯეჰადის პორტიდან 60 მილის მანძილზე ჩაიღვარა. ანალიტიკოსები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას პროგნოზირებენ.
შეგახსენებთ,14 სექტემბერს, საუდის არაბეთის ნავთობის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტში საუდის არაბეთმა თეირანი დაადანაშაულა. ბრალდებებს ირანი კატეგორიულად უარყოფს. მოგვიანებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენში არსებულმა ირანის მოკავშირე ჰაუტის მოძრაობამ აიღო.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter