ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საკუთარი პროგრამით წარსდგება

2019 წლის 16-20 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო პროგრამით „FOLLOW THE JOURNEY OF GEORGIAN CHARACTERS“ წარდგება.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ხუთი დღის განმავლობაში ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი პროგრამებია დაგეგმილი. ორგანიზატორის მხარდამჭერები საქართველოს მწერალთა სასახლე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა. ღონისძიება თანამედროვე პოეზიასა და პროზას, კლასიკურ ლიტერატურას, დოკუმენტურ პროზას, საბავშვო ლიტერატურასა და ილუსტრაციებს, ხელოვნებას, საგამომცემლო საქმესა და პოლიტიკას მოიცავს. ამ ინფორმაციას მწერალთა სახლი აცხადებს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter