გიორგი გახარია – ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ეკლესიები ხვალიდან გაიხსნება

საქართველოს პრემიერმინიტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მისი აზერბაიჯაინში ვიზიტი შეაჯამა.
მისი თქმით, შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ ხვალიდან, 11 ოქტომბრიდან ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი გაიხსნება.
ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია, ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს.
სწორედ ამ საფუძველსა და ამ ფუნდამენტზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter