მდინარაძე: ჯანაზაშვილს იგივე დიპლომი აქვს რაც თადუმაძეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლეოსობის წევრი მამუკა მდინარაძე, გუშინდელ მოვლენებს გამოეხმაურა, რომელიც გენ.პროკურორის შალვა თადუმაძის დიპლომის გარშემო განვითარდა. როგორც მდინარაძემ განაცხადა, ანალოგიური დიპლომი აქვს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილსაც.
„გუშინ მთელი დღის განმავლობაში შეკითხვები გვქონდა წინა კანდიდატთან, მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან. თქვენ მათ შორის ჩვენგან მოისმინეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს მისი დიპლომის ნამდვილობაში იყო ის, რომ ინსტიტუტს, სადაც სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდანაც მთელი დღის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენდით. ამის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს და ასეთი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა ეს პროცესი.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter