ტრამპის განცხადებით, აშშ-მ სირიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ორი საშიში მებრძოლი გაიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ადასტურებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ორი განსაკუთრებულად საშიში მებრძოლი გაიყვანა.
„იმ შემთხვევისთვის, თუ ქურთები ან თურქეთი დაკარგავენ კონტროლს, აშშ-მ „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი, რომლებიც ცნობილნი არიან „ბითლზის“ სახელით და დაკავშირებულნი არიან სირიაში თავის მოკვეთის გზით მკვლელობებთან, უკვე გაიყვანა ამ ქვეყნიდან დაცულ ადგილას, რომელსაც აშშ-ი აკონტროლებს. ისინი ბოროტებს შორის ყველაზე ბოროტები არიან“, – წერს დონალდ ტრამპი.
იქამდე „სიენენი“ , საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, აქვეყნებდა ინფორმაციას, რომ ურქეთის მიერ ოპერაციის დაწყების გამო, სირიელმა ქურთებმა ამერიკელ სამხედროებს „ისლამური სახელმწიფოს“ ორი წევრი, ბრიტანელები ალექსანდრ კოტი და აშ-შაფი ელ შეიხი გადასცა. მათ 27 მძევლის, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტების ჯეიმს ფოულისა და სტივენ სოტლოფის მკვლელობაში ადანაშაულებენ. „სიენენის“ ცნობით, ამერიკული მხარე ორი ტერორისტის აშშ-ში გადაყვანას აპირებს გასასამართლებლად.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter