ვლადიმირ მორგუნოვს, 72 წლის პენსიონერს, ქალაქ როსტოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
როგორც რუსული მედია წერს, მორგუნოვს უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასი ედება ბრალი. ის 2018 წლის ნოემბერში დააკავეს, ჩხრეკისას კი ორი პასპორტი – რუსული და უკრაინული აღმოუჩინეს. ასევე ტელეფონების 10 ყუტი და სიმ-ბარათები.
პროკურატურა ამბობს, რომ მორგუნოვმა ბრალი აღიარა.
