ღვინის ფესტივალამდე ორი დღე რჩება

12 ოქტომბერს გურჯაანში მაშტაბური ღვინის ფესტივალი მოეწყობა.
ფესტივალზე წარდგენილი იქნება 200-ზე მეტი ღვინის კომპანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ხოლო, წინასწარი გათვლებით, ვიზიტორების რიცხვი 10 000 გადააჭარბებს.
„ღვინის ფესტივალი გურჯაანში მესამე წელია ტარდება. წელს უკვე 200-ზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული. ეს არის ადგილი, სადაც მცირე მეღვინეებს საშუალება ეძლევათ, იქ ჩამოსულ სტუმრებს საკუთარი ღვინო დააგემოვნებინონ და გააცნონ. წელს 10 ათასზე მეტ სტუმარს ველოდებით. ეს ფაქტია მნიშვნელოვანია, როგორც მეღვინეებისთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის, რადგან მეღვინეები წარმოდგენილი არიან მთელი კახეთის რეგიონიდან და მთელი საქართველოდან: ბაღდათიდან, გორიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, აჭარიდან. ფაქტობრივად, ეს არის საშუალება, როცა მეღვინეს შეუძლია თავისი ღვინო გააცნოს არა მხოლოდ ქართველს, არამედ უცხოელსაც.“, – ამბობს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.
მისივე თქმით, სამომავლოდ გურჯაანს მეღვინეობის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების ამბიცია გააჩნია.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter