ილია ჯიშკარიანის პირველი განცხადება სექსუალურ ძალადობაში ბრალდების შემდეგ

ილია ჯიშკარიანმა, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდების შემდე, პირველ განცხადებას აკეთებს. შეგახსენებთ, მას ბრალი მისმა თანაშემწემ დასდო. ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და მისი განმარტებით ის სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.
„ეს არის ცრუ ბრალდება, ძალიან მძიმეა, მაგრამ ცრუა. ბრალს არ ვაღიარებ.
კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.
სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“- აცხადებს ჯიშკარიანი.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter