ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს “ზონდერს” უწოდებს

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი ცდილობდა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრებას და მოესმინა მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძისთვის. მას უარი უთხრეს უშუალოდ კომიტეტის დარბაზიდან დაკვირვებაზე, თუმცა მისცეს უფლება აივნიდან ედევნებინა თვალი, რაზეც მან უარი განაცხადა. ამასთან დაკავშირებით, ეკა ბესელიამ გააკეთა განცხადება და ოხანაშვილს ზონდერი უწოდა.
“ის წესები, რაც დადგინდა პარლამენტში და რასაც ოხანაშვილი აკეთებს, შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის და იურიდიული კომიტეტისთვის, რომელიც კანონიერებას და ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს. როდესაც მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოხანაშვილი გადაქცეულია პატარა ზონდერად. სამწუხაროა, რომ ზონდერის როლში გვევლინება ის და არა იმ ადამიანის, ვინც უნდა აჩვენოს პარლამენტის სტანდარტი და საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს” – განაცხადა ბესელია. მან ასევე დასძინა, რომ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომიის შექმნას მხარს უჭერს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter