„თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი“ – სამადაშვილი თადუმაძეს

„თქვენ ხართ უვიცი და თაღლითი“ ამ სიტყვებით მიმართა სალომე სამადაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს. ანრი ოხანაშვილმა სამადაშვილს კორექტულობისკენ რამდენჯერმე მოუწოდა და რამდენჯერმე მიკროფონიც გაუთიშა. „ქალბატონო სალომე, თქვენ იქცევით პარლამენტის წევრისთვის შეუფერებელი საქციელით. კეთილი ინებეთ, შესაბამისი ქცევით დასვით კითხვა. მე კითხვებში არ გზღუდავთ. ვთხოვ ეუთო-ს წარმომადგენლებს, რომლებიც ამ სხდომას ესწრებიან, ჩაინიშნონ, როგორ იქცევიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
თამადაშვილი მოსამართლეობის კანდიდატს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებს, რაც, მისი შეფასებით, თაღლითობაა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter