ელენ დეჯენერესი კრიტიკის ქარ-ცეცხლში?

ცნობილი ტელეწამყვანი, ელენ დეჯენერესი, კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. ამის მიზეზი ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთან, ჯორჯ ბუშთან მეგობრობა გახდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ისინი ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის თამაშზე ერთად შეამჩნიეს. როგორც ცნობილია, ბუში პრეზიდენტობისას სასტიკი წინააღმდეგი იყო ერთ სქესიანთა ქორწინების, თვით დეჯენერესი კი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია. სწორედ ამიტომ, ის ორმაგი სტანდარტების ქონაში დაადანაშაულეს. ტელეწამყვანი ამ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და მათ, ვინც აკრიტიკებდა პასუხი გასცა: ” მე ბევრ ისეთ ადამიანთან ვმეგობრობ, ვინც ჩემ რწმენას არ იზიარებს. დიახ, ჯორჯ ბუში ჩემი მეგობარია.” – აცხადებს დეჯენერესი.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter