საქართველოში ტურისტების რაოდენობა 8,1 მილიონს მიაღწევს

„თიბისი კაპიტალი” აქვეყნებს, რომ გაუმჯობესებული საჰაერო მიმოსვლების გამო 2025 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა – 12 მილიონი, ხოლო ტურისტების რაოდენოობა – 8 მილიონი იქნება. 2018 წლის მონაცემებით, 7,2 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი, 4,8 მილიონი შეადგინა.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზით კი, წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა – 7,6 მილიონამდე, ტურისტების რაოდენობა კი, 5 მილიონამდე გაიზრდება. 2020-ში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 8,1 მილიონს, ტურისტების რაოდენობა კი, 5,3 მილიონს მიაღწევს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter