ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომას არ დაესწრო

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, განაცხადა, რომ მას სასამართლო სხდომებზე დასწრების სურვილი არ აქვს, რის გამოც ის სასამართლო სხდომის არსებით განხილვას არ დაესწრო.


როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუაბარი არ იქნება.


„იცით, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი. წინა სხდომაზე ჩემი შუამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლომ და ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების ნაწილი ცალკე წარმოებად გამოყო და შესაბამისად, ეს საქმე სხვა მოსამართლეს გადაეწერა. დღეს კი უკვე პირველი სხდომა გვაქვს, არსებითი განხილვა. სხვა შუამდგომლობა ამ ეტაპზე არ მაქვს. ირაკლი ოქრუაშვილი ცალსახად მის დაკავებას და ამ საქმის წამოწყებას ბოლოდროინდელ გააქტიურებას უკავშირებს და ასევე მის კანონიერ პრეტენზიებს “რუსთავი 2″-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. ის, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არ სცნობს, არანაირ გარიგებაზე და საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება”, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter