პრემიერი მაკო გომურზე – პროცედურები როგორც კი დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი

20-21 ივნისის „გავროლოვის ღამის“ აქციის ძალადობრივი დაშლიდან დღემდე მაკო
გომური დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. როგროც ცნობილია გომურმა
აქციის მსვლელობისასა თვალი დაკარგა.


პრემიერ-მინისტრის განმარტებით, გომურის დაზარალებულად ცნობის პროცედურები
ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამასთანავე, კითხვაზე რატომ არ ცნეს ჯერ კიდევ
დაზარალებულად, პასუხი არ არის.
ამასთანავე, როგორც ირკვევა, დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავი ცნეს,
ვიდრე მოქალაქე (67- სამართალდამცავი, 4- მოქალაქე).
“დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და, როგორც ვიცი, მაკო გომურთან
მიმართებაში ეს პროცედურები მიმდინარეობს. როგორც კი დასრულდება, ის იქნება
დაზარალებულად ცნობილი” – აცხადებს გახარია გომურის საქმესთან დაკავშირებით.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter