კახა კალაძე ტაქსების ტარიფის გაძვირებას სამართლიანად მიიჩნევს

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, თუ გვსურს მოწესრიგებული და
გამართული ტრანსორტით უსაფრთხოდ მგზავრობა, ტარიფის ზრდაც გამართლებულია.
მათ კი, ვისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის ეს ტარიფი მეტროთი და ავტობუსით
მგზავრობას ურჩევს.


“მთავარი ამოცანა რა არის? რომ ვინც სარგებლობს სერვისით, მათთვის იყოს
კომფორტული, იყოს სუფთა მანქანა, ახალი და უსაფრთხო, რაც ყველაზე მთავარია და
მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ამან შეიძლება გამოიწვიოს ტაქსის
გაძვირება. თუ ვინმესთვის ეს პრობლემა იქნება იქნება შესაბამისად ახალი ავტობუსები,
რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და
რეაბილიტირებული ვაგონებით” – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter