ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებით თბილისი პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

“მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ფაქტზე”, — აცხადებენ უწყებაში.


მათივე განმარტებით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, სასამართლომ კი პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter