გაეროს გენერალური მდივანი – მსოფლიოს ელოდება განხეთქილება

22–25 სექტემბერს, გაეროს შეხვედრაზე, გაიმართა 193 ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერების შეხვედრა. შეხვედრაზე ისაუბრეს: სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ხარისხიან განათლებაზე, კლიმატის შენარჩუნების ღონისძიებებსა და სხვა მრავალ საკითხზე. ასევე გაიმართა ლიდერთა დიალოგი სათაურით ”მეგატრენდები, რომლებიც გავლენას ახდენენ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაზე”. შეხვედრას თურქული დელეგაციიდან ესწრებოდნენ: პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ კავუსოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი და მმართველი პარტიის „სამართლიანობა და განვითარების“ დეპუტატი იზმირ ბინალი იალდირმიდან.
გუტერესმა ლიდერებს განუცხადა, რომ სარსეთის ყურეში დაძაბულობა იზრდება და შესაძლოა, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი დაიწყოს. მან მოკლედ აღნიშნა, რომ: მსოფლიო დადგა პრობლემის წინაშე, პრობლემა, სპარსეთის ყურეში შეიარაღებულ კონფლიქტს გულისხმობს, ამან გამოიწვია ჩვენი შეშფოთება იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მის შედეგებთან გამკლავებას. საუდის არაბეთში ნავთობპროექტებზე თავდასხმა დაუშვებელია. იმის გათვალისწინებით, რომ მცირე შეცდომით გამოანგარიშებამ შეიძლება სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იქნება საღი აზრისა და წინდახედულობის სახელით. თუმცა, შეიძლება სერიოზული გაყოფა მოხდეს. მსოფლიო იყოფა ორ ნაწილად, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა ქმნის ორ ცალკეულ სამყაროს, რომელშიც ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან თავიანთი ვალუტით, კომერციული და ფინანსური წესებით, საკუთარი ინტერნეტით, ხელოვნური ინტელექტით, გეოპოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიებით, ნულოვანი მოგებით.
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მესიჯმა ირანთან დაკაშირებით განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ტრამპმა თქვა: ”თუ ირანი ამ გზით მოქმედებს, სანქციები არ შემსუბუქდება, პირიქით, ისინი გამკაცრდებიან. ყველა ქვეყანა ვალდებულია იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ. არცერთ პასუხისმგებლიან ქვეყანას არ შეუძლია ირანთან ითანამშრომლოს მისი სისხლის წყურვილის გათვალისწინებით. ” აღინიშნა, ასევე ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს და მის ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვთ.
გრძელი სიტყვის წარმოთქმისას, რომელიც 35 წუთი გაგრძელდა, ერდოღანმა, გამოტოვა შეკითხვა, რომლებზედაც 5 წლამდე ასაკის 1,500 ბავშვს ეხებოდამ რომლებიც ციხეში იმყოფებიან და განაგრძო განხილვა იმ ლტოლვილ ბავშვებზე, რომლებიც ეგეოსის ზღვის ნაპირებზე იმყოფებიან. ერდოღანის გამოსვლის ძირითადი შინაარსი შემდეგია: სამყარომ ძალიან სწრაფად დაივიწყა პატარა ეილანის ამბავი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ დღეს იგივე სიტუაცია შეიძლება თქვენც დაგემართოთ. თუ სირიაში შევძლებთი უსაფრთხო ზონის შექმნას შესაძლებელი გახდება 3 მილიონამდე ლტოლვილი ოჯახის სახლში დაბრუნება თურქეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ერდოღანის შემდეგმა განცხადებებმა ასევე მიიპყრო ყურადღება: ”მასობრივი განადგურების ბირთვული იარაღი ყველასთვის ან საერთოდ აკრძალული უნდა იყოს, ან ზოგადად ხელმისაწვდომი, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს სამართლიანობის საფუძველზე.“
25 სექტემბერს, ნიუ – იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია კაცობრიობის სრულყოფილი სოციალური განვითარების პრობლემების შესახებ. კონფერენცია მოეწყო ჟურნალისტთა და მწერალთა კავშირის მიერ, 24 ქვეყნის 36 არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. გაერომ რეკომენდაცია გაუწია, რომ მთავრობები, კერძო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება შეუერთდნენ ძალებს, შეიმუშაონ, განახორციელონ და შეაფასონ სოციალური განვითარების პოლიტიკა, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. მიუხედავად ყველაფრის, ზოგიერთი მოსახლეობა კვლავ ცხოვრობს კონფლიქტში, ძალადობასა და უთანასწორობაში, რაც აფერხებს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მნიშვნელოვნად ეხმარება მიზნების მიღწევაში.
ღონისძიებას ესწრებოდა 24 გამოჩენილი სპიკერი აფრიკის, აზიის, ავსტრალიის, ევროპის, ლათინური და ჩრდილოეთ ამერიკის 13 ქვეყნებიდან, რომლებიც ცდილობენ სოციალურად განვითარებული სამყარო შექმნან. კონფერენციები ეძღვნება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზებს, რომლებიც შეიქმნა 2015 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ამჯერად, განხილვის თემა იყო მიზანი №16: ”მშვიდობა, სამართლიანობა და ეფექტური ინსტიტუტები”. ეს ხელი შეუწყოს მშვიდობიანი და ღია საზოგადოების შექმნას მდგრადი განვითარებისათვის, უზრუნველყოფს ყველასთვის სამართლიანობასა და ქმნის ეფექტურობას.
კონფერენციის განმავლობაში ჩატარდა სამი სესია, რომლის დროსაც განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა ყოვლისმომცველი სოციალური განვითარება 2030 წლისთვის მიზნების მისაღწევად, ახალგაზრდების განვითარება სოციალური და ეკონომიკური უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოების გზით, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვა. აქვე უნდა აღინიშნოს ორგანიზაციის The Human Rights Watch-ის სიტყა, რომელიც მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში განაცხადა. HRW-მ, მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც შეიკრიბა ნიუ-იორკში და განაცხადა: ”უარი ითქვას ავტორიტარული და პოპულისტური ლიდერების ექსპლუატაციურ პოლიტიკაზე და ხელი შეეწყოს მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების უფრო მეტ პატივისცემას.”

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter