გახარია ტურიზმის სექტორს ღია საუბრისკენ მოუწოდებს

გიორგი გახარიამ დღეს ტურისტული სფეროს წამომადგენლებს უთხრა, რომ მთავრობის კარები სულ ღიია.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად ღია საუბარი დააჩქარებს პრობლემების გადაწყვეტას.

„რა თქმა უნდა, მესმის, კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ შეიძლება გქონდეთ რაღაც პრობლემები ბიუროკრატიული იქნება ეს არაბიუროკრატიული, სუბიექტური თუ ობიექტური, გპირდებით, რომ იქ სადაც შესაძლებელი იქნება, ამ პრობლემების გადაჭრას დასჭირდება დღეები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკაში დამატებითი ენერგია სასწრაფოდ იყოს მობილიზებული. მესმის ჩვენი ფუნქცია, რომ პირველი, დაგეხმაროთ და მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირება, მეორე, შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტები და მესამე, დარგში შევქმნათ იდეალური საინვესტიციო გარემო. ესაა ამოცანა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია, მეტი ტურისტი, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი შემოსავალი და რა თქმა უნდა, ქვეყნის მეტი ცნობადობა. ყველაფერს რომ თავი დავანებით, ეკონომიკური ეფექტების გარდა ტურიზმს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტიც აქვს, ესაა ქვეყნის ცნობადობა და დღეს ამას ჩვენთვის, განვითარებადი დემოკრატიისთვის, განვითარებადი ეკონომიკისთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს.
მინდა იცოდეთ, რომ ამ მთავრობის, ჩვენი გუნის კარებიც, ტელეფონებიც, ყველაფერი თქვენთვის იქნება წვდომადი, იმისთვის, რომ სადაც ეს შესაძლებელია და სადაც პრობლემების გადაწყვეტას ერთად სწრაფად შევძლებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. მინდა შემოგთავაზოთ დღეს მაქსიმალურად ღიად,შეზღუდვების გარეშე ვისაუბროთ, ამისთვის მზად ვართ, კრიტიკისაც არასდროს შეგვშინებია და არც დღეს შეგვეშინდება, მითუმეტეს, დარწმუნებულები ვართ, რომ რამენაირად პასუხების გაცემას შევძლებთ,“-განაცხადა გახარიამ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter