პარლამენტი ფარმაცევტულ სექტორთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს

რა მექანიზმით აპირებს მთავრობა ფასების რეგულირებას მინისტრს არ უთქვამს, თუმცა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა პრაქტიკა, როცა სახელმწიფო ახდენს ფასების ნაწილობრივ ან სრულ რეგულირებას.

„ამ კუთხით ვგეგმავთ სხვადასხვა ღონისძიების დაწყებას, რომელიც გულისხმობს ყველაზე დაბალი რგოლიდან, აფთიაქებიდან და საცალო გაყიდვებიდან რეგისტრაციებს”- თქვა ტიკარაძემ.

როგორც ირკვევა, ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტს აქვს აღებული და თემაზე სამსჯელოდ უკვე ორი შეხვედრა გაიმართა სექტორის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. დასკვნით შეხვედრას კი კომიტეტი მომავალ კვირას გამართავს და შესაბამის რეკომენდაციებსაც მოამზადებს.

„წამალიც არ ჰქვია იმას, ამას ქვია ბიოდანამატები, რომელსაც იმიტომ უწერენ, რომ კარგია და მოუხდება. ეს უნდა შევზღუდოთ არა ძალისმიერი ნაჯახისებური ადმინისტრირებით, არამედ მოქნილი საბაზრო მექანიზმებით. ეს არის იდეა სახელმწიფო სუბსიდირების ეფექტიანი გამოყენებით“- აცხადებს დეპუტატი აკაკი ზოიძე.

საკომიტეტო განხილვებს ესწრება ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაც. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირინა ჭელიძე ამბობს, მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე მათ ჯანდაცვის მინისტრი ჯერ არ შეხვედრია.

ფასების რეგულირებაზე საუბარი ჯერ კიდევ სერგეენკოს მინისტრობის დროს დაიწყო. იყო ერთი შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, ახლა შედგა მეორე შეხვედრა

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter