უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს დღეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მაია ვაჩაძის მოსმენა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
2019 წლის 6 სექტემბერს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს შორის მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მეხუთე კანდიდატია, რომელსაც დეპუტატები მოუსმენენ.


უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი მაია ვაჩაძე უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ 1999 წლიდან მუშაობს.


უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მაია ვაჩაძე 1999 წლის 20 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, 2009 წლის 20 ივლისიდან განმეორებითი ვადით არჩეულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. 2013 წლის 1-ლი აპრილიდან 2019 წლის 1-ელ აპრილამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე იყო. 2001 წლის 5 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებები ჩატარდა თამარ ალანიასთან, მერაბ გაბინაშვილთან, შოთა გეწაძესთან, მამუკა ვასაძესა და მირანდა ერემაძესთან.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter