აშშ თურქეთს მხარს დაუჭერს

თუქეთი სირიაში სპეცოპერაციას იწყებს. ამისთვის ერდოღანი პასუხს შტატებიდანაც ელოდა, თუმცა მოლოდინი სიმბოლურს უფრო გავდა. თავდაპირველად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თურქეთის გეგმებს მხარი არ დაუჭირა, თუმცა ამ მომენტისთვის უკვე ცნობილია, რომ შტატები მხარს უჭერს ოპერაციას, თუმცა მასში მონაწილეობას არ მიიღებს და შესაბამისად ზონიდან ძალებსაც გაიყვანს.

5 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა სირიაში, ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებიოსთვის მზად არის. სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, უსაფრთხოების ზონის შექმნის გეგმა ყველაზე ლოგიკური და გონივრული გზაა იმისთვის, რომ სირიელები სამშობლოში დაბრუნდნენ და ეს წინა ოპერაციებით დადასტურდა. მან დასძინა, რომ ევფრატის აღმოსავლეთიდან, ისინი 2 მილიონი ადამიანის დაბრუნებას გეგმავენ.

ბოლო თვეების განმავლობაში, თურქეთის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ანკარა სირიაში ოპერაციის დაწყებისა და ჯარების განლაგებისთვის ემზადებოდა.
4 აგვისტოს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანას რეგიონში უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ, ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში “მოთმინება ეწურებოდა”. სამი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქეთი და შეერთებული შტატები ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ. სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებს არ გასცდა ტრამპის ადმინისტრაცია და გარკვეულ წილად მწვანე შუქი აუნთო ერდოღანს. ანალიტიკოსების შეფასებით ეს დროული ნაბიჯია თურქეთ-აშშ-ს შორის გარულებული ურიერთობების გამო.
ბოლო წლებია ერდოღანი დასავლეთის – ევროპისა და შტატების – მისამართით წყენას არ მალავს ანკარას ინტერესების იგნორირების გამო. სწორედ ამ პერიოდში თურქეთი ძალიან დაუახლოვდა რუსეთს, რაც დასავლეთისთვის სიგნალად იქცა. ტრამპის პოზიცია თურქეთის სირიაში ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი საათის წინ New York Times-ში გამოქვეყნდა, სწორედ ანკარასთან დასავლეთის უფრო დაახლოებას ისახავს მიზნად.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter