სამართალდამცავების სპეცოპერაცია რუსთავში

რუსთავში მტკვარის მიერ გამორიყული 36 წლის ნაწამები მამაკაცის ცხედარის საქმეზე გიორგი გეთიაშვილი დააკავეს. იგი გარდაცვლილის მეგობარია და გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედავება. გეთიაშვილს ბრალს ოფიცილაურად დღეს წარუდგენენ.


დაკავებულის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ პროცესები არასამართლიანად მიმდინარეობს. მათი თქმით ინფორმაცია გეთიაშვილის დაკავების შესახებ მხოლოდ 24 საათის შემდეგ შეიტყვეს, ხოლო ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.


შეგახსენებთ, რომ 36 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. მას დანით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი მას თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter