ნატოს მეორე პირი დღეს ზურაბიშვილს ხვდება

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი და დელეგაციის წევრები დღეს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებს შეხვდებიან.
სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოებს და აღნიშნული შეხვედრით ატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ვიზიტის ფარგლებში როუზ გოტმიოლერი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვანი მხარე განიხილეს.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter