პროდუქტები, რომლებსაც ინფლაცია შეეხო საქართველოში

წინა თვესთან შედარებით, 2019 წლის სექტემბერში, ინფლაციის დონემ საქართველოში
1.7, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტს მიაღწია.
თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტია,
ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო
ფასების 5.7 პროცენტიანი ზრდა. საბაზო ინფლაციამ კი, გასული წლის სექტემბერთან
შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო
ინფლაციის მაჩვენებელი 3.2 პროცენტით განისაზღვრა.
შეგიძლიათ იხილოთ პროდუქტების სია, რომელთა ფასიც გაიზარდა:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.7 პროცენტით, რაც
წლიურ ინფლაციაზე 3.49 პროცენტული პუნქტით აისახა.
თევზეული (16.1 პროცენტი),
რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი),
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.2 პროცენტი),
ხორცი და ხორცის პროდუქტები (12.6 პროცენტი),
პური და პურპროდუქტები (10.8 პროცენტი),
ბოსტნეული და ბაღჩეული (10.1 პროცენტი),
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.6
პროცენტი),
ასევე ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 14.6 პროცენტით, რაც 0.97
პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.0 პროცენტი),
ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.47
პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.
ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.1 პროცენტი),
პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.0 პროცენტი),
სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.0 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 4.0 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული
პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6.6 პროცენტი),
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7 პროცენტი),
საავადმყოფოების მომსახურება (1.1 პროცენტი)

ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.6 პროცენტით).

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter