ნათია ლაზაშვილის მეუღლე, გიორგი ფრუიძე, კომუნიკაციების კომისიას ტოვებს

პარლამენტს, უფლებაოსილების შეჩერების მოთხოვნით, გიორგი ფრუიძემ,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, მიმართა.
ის ნათია ლაზაშვილის (“რუსთავი 2”-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი)
მეუღლეა. მაუწყებლობის შესახებ კანონით (მუხლი 11) კი კომისიის წევრს ინტერესთა
კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ
პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter