კახა კალაძის Facebook-ის პირდაპირი ეთერი შემთხვევის ადგილიდან

მისივე თქმით, იმისთვის, რომ სამუშაოები დროულად შესრულეულიყო ქუჩების მონაკვეთებად დაყოფა მოხდა.
მიმდინარე წლის მაისში დაწყებული, გლდანის რაიონის ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე დასრულდება – ეს ინფორმაცია კახა კალაძემ Facebook-ის პირდაპირ ეთერში გააჟღერა. მისი განმარტებით, სამუშაოების დროულად შესრულებისთვის, საჭირო გახდა ქუჩების მონაკვეთებად დაყოფა.
“გლდანის მე-7 მიკრო რაიონში, ვეკუას ქუჩის მოასფალტება იწყება. ყელაზე მძიმე სამუშაოები, მიწიქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები დასრულეულია. დარჩენილია მხოლოდ მოასფალტების სამუშაოები. რამდენიმე დღეში ხიზანიშვილის ქუჩაზე ანალოგიურად 1 კილომერამდე მონაკვეთის მოასფალტება დაწყება, ხოლო მთლიანი ობიექტის სრულად დასრულება წლის ბოლომდე დასრულდება. ამ გზით ყოველდღიურად 10 000-ობით ადამიანი სარგებლობს და ჩვენი მიზანი და ამოცანა არის ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული”- თქვა კახა კალაძემ

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter