როუზ გოტმიოლერი – „საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“

საქართველოში, როუზ გოტმიოლერი, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ჩამოვიდა. ორი მხარე ერთმანეთს ბათუმში შეხვდა.
გოტმიოლერის განმარტებით- „მიმდინარე ვიზიტის მიზანია, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან, უზრუნველვყოთ, რომ შავი ზღვა იყოს უსაფრთხოების წყარო რეგიონში ყველასთვის“.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე ისაუბრეს მიღწერულ წარმატებებსა და პროგრესებზე. პოზიტიურად შეფასდა მართლმსაჯულების კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
როგორც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ნატო-ს ლიდერებმა „დაადასტურეს ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“.
პრემიერ-მინისტრმა ამ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:
„ეს არის ატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა, ასევე ნატო-ს თითოეულ წევრს ვუთხრა მადლობა, რამეთუ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ნატო-სთან მტკიცე ურთიერთობა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და მისი უსაფრთხოების საფუძველი. ეს ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში, არის სიმბოლური, რამეთუ ახლახანს ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია და მას შემდეგ, რაც ყირიმის ანექსიის შედეგად მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში, რა თქმა უნდა, ნატო-ს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter