EBRD მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მაგისტრალის შემადგენელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის, 60 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი დაამტკიცა – ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა (ADB) უკვე გამოყო 415 მილიონი აშშ დოლარი, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ის 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter