გერმანია დღეს გაერთიანების 24-ე წლისთავს აღნიშნავს

დღეს გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების დღეს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები ბერლინის ყველაზე ცნობილ ქუჩებზე გაიმართება. გერმანიაში „ერთიანობის დღე“ ეროვნული დღესასწაულია.
1990 წლის 3 ოქტომბერს ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხუთი მიწა ფორმალურად გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში გაერთიანდა.
„ოფიციალური ზეიმი გერმანიის ერთიანების დღესთან დაკავშირებით დაიწყება ჰანოვერში, პარასკევს ეკუმენური მსახურებით, სახელმწიფოს პირველი პირების მონაწილეობით, რის შემდეგაც მთავარი სიტყვით გამოვა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი”, – იტყობინება გერმანიის საგარეო უწყება.
არაოფიციალური ღონისძიებები ჰანოვერში ჯერ კიდევ გუშინ საღამოს დაიწყო, სახალხო სეირნობით, რომლის დევიზია „გაერთიანება მრავალფეროვნებაში”.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter