გიორგი გახარია ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებს მხარდაჭერას ვუცხადებთ

მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩვენს საბანკო სისტემაში გამოთავისუფლდება დაახლოებით 700 მილიონი სავალუტო რესურსი, რომელიც პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
პრემიერის დავალებით, სამინისტროებმა სექტორების შესაბამისად უნდა დაიწყონ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა.
„ეკონომიკაში ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგალითად ლარის კურსი, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ სოციალურ კონტექსტში პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მათი მანდატების შესაბამისად გაგრძელდება და ყოველდღიურად იქნება კიდევ უფრო ეფექტური.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter