Forbes-მა ყველაზე მდიდარი ამერიკელების სია გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა  მსოფლიოს 400 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია გამოაქვეყნა. სიის სათავეში, ისევე როგორც წინა წელს, ამაზონის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსია. ფორბსის მონაცემებით მისი ქონება 114 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით 46 მილიარდით ნაკლებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სკანდალური განქორწინება სახელდება. ფორბსის სიაში მისი მეუღლეც მოხვდა, რომელმაც საკმაოდ დიდი თანხა მიიღო განქორწინების შემდეგ.
წლების განმავლობაში სიის ლიდერი, “მაიკროსოფთის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბილ გეითსი კი, მეორე ადგილს დასჯერდა.
მილიარდელი ამერიკელების სიას სრულად აქ იხილავთ: https://www.forbes.com/forbes-400/#1d02c37a7e2f

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter