ყველაზე დიდი ტილო მსოფლიოში

როგორც Deutsche Welle იუწყება, 63 წლის გერმანელი მხატვარი ემილი საქსონია-ანხალტი ემზადება ახალი რეკორდის დასამყარებლად. კერძოდ, იგი მუშაობს თავის ყველაზე დიდ ნახატზე, რომლის სიგრძეც 190 მეტრის იქნება. მონუმენტურ ტილოს უკვე შეარქვეს “The World Union Vision”. 190 მეტრი შემთხვევით არ არის აღებული, თითოეულ მეტრზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ფრაგმენტები იქნება გაცოცხლებული.
მხატვარი თვითნასწავლია. ამ მასშტაბურ იდეას, იგი 2001 წელს შეუდგა, თითოეული ნახატის შექმნას დაახლოებით 50 საათი სჭირდება. დასრულების საბოლოო თარიღად 2.2.2022 არის დასახელებული. 

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter