ილიას უნივერსიტეტს აბასთუმნის ობსერვატორია ჩამოერთმევა

მთავრობის დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული-აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია გამოეყოფა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება.
ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს განათლების სამინისტრო განახორციელებს. აღნიშნულმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს ასევე ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, ობსერვატორიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიაუნის 2019 წლის 24 ნოემბერს გამოეყოფა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter