უკრაინის პოლიცია ჭიჭიაშვილის ლიკვიდაციის ვიდეოს ავრცელებს

უკრაინიაში, კიევის ოლქის სოფელ ხოტიანოვკაში პოლიციამ ესროლა და მოკლა თავდამსხმელი, რომელმაც 10 დღის წინ, კიევის ობოლონსკის ოლქში, სპეცრაზმელებს გაუხსნა ცეცხლი და KORD- ის ორი თანამშრომელი დაჭრა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკლულია საქართველოს მოქალაქე, შოთა ჭიჭიაშვილი, რომელსაც 22 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. შოთა ჭიჭიაშვილი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც ადამიანის გატაცებით და იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული. მის სახელს უკავშირდება საქართველოში არაერთი გახმაურებული საქმეები. მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს და 18 წლის წინ პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცება.
იგივე ჭიჭიაშვილი ასოცირდება ესპანელი ბიზნესმენის ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის გატაცების ორგანიზატორად. რომლებიც მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ესპანეთის მთავრობამ მათ გამოსასყიდად 2 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ესეც ვიდეო კადრები

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter