ანა დოლიძე -ზენაესი სასამართლოს არჩეული კანდიდატები ვერ დაიმსახურებენ მანტიას

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ მაინც აპირებს რომ კენჭი უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსებულ სიას, უნდა დაინიშნოს ამ სიიდან მხოლოდ ხუთი ადამიანი.
ამ პროცესის ორივე საფეხური არის მხოლოდ დემოკრატიულობის იმიტაცია. მთელი ეს გამჭვირვალობის ელფერი, რომელიც ამ პროცესებს ჰქონდა, იუსტიციის საბჭოშიც და პარლამენტშიც, ეს არის დემოკრატიულობის თამაში, ანუ ფასადური პროცესია, რომლის უკან პოლიტიკური ინტერესი და გარიგებაა. გასაუბრებას, რომელსაც „ქართული ოცნება” და მანამდე იუსტიციის საბჭო ატარებდა, ფასადური ხასიათი აქვს იმისთვის, რომ შემდეგ გვითხრან გამჭვირვალე პროცესიაო. თუმცა, გამჭვირვალობას, რომელსაც შედეგი არ მოაქვს, ფასეულობას ნაკლებად წარმოადგენს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილება კულუარებში, გარიგებების და გაურკვეველი შეთანხმებების შედეგად იქნება მიღწეული.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter