ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისკაცებს ხელფასები ამა წლის ნოემბრიდან გაეზრდებათ

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბასვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელფასები სამხედრო წოდების მიხედვით გაიზრდება და ის 100-დან 500 ლარამდე მერყეობს.
მისი განცხადებით, ხელფასების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის გადაგეგმარება აუთვისებელი თანხების ხარჯზე მოხდა. მინისტრმა ხელფასების ზრდასთან ერთად ვრცლად ისაუბრა მისი სოციალური პოლიტიკის კომპონენტებზე და აღნიშნა, რომ ჯარის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უკეთესი სამედიცინო დაზღვევა, გაუმჯობესებული კვება, ხარისხიანი სამხედრო ფორმა და ფეხსაცმელი მისი პრიორიტეტებია.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter