უკრაინაში საქართველოს მოქალაქე სპეცოპერაციისას მოკლეს

უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
როგორც უკრაინული მედია წერს, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. იგი დღეს, კიევის ოლქში მდებარე ხოტიანოვკას დასახლებაში სამართალდამცველებმა მოკლეს. პოლიციის ცნობით, ისინი იმ სახლთან მივიდნენ, სადაც საქართველოს მოქალაქე იმალებოდა და დანებება მოსთხოვეს. საპასუხოდ კი, მან ცეცხლი გახსნა.
მისივე თქმით, პოლიციამ მას შესთავაზა დანებება, თუმცა, საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი გახსნა სამართალდამცველების წინააღმდეგ, საპასუხოდ კი სპეცრაზმმა მისი ლიკვიდირება მოახდინა. დაშავებულია ორი სამართალდამცველი.
პოლიციის ინფორმაციით, მოკლულის ვინაობა მათთვის ცნობილია. მას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალი კრიმინალური ბანდის შექმნაში, ადამიანების გატაცებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებაში ედებოდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter