თბილისის მერია სამედიცინო ნარჩენების გადაყრისთვის ჯარიმები 12-ჯერ იზრდება

კლინიკებთან ახლოს განთავსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში სახიფათო სამედიცინო ნარჩენების განთავსების შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირებისთვის ათმაგი ოდენობის ხდება.
მისი თქმით, სამედიცინო ნარჩენების გადაყრას თავისი წესი აქვს. შესაბამისად, კონტეინერებში მათი განთავსება სწორედ აღნიშნული წესის მიხედვით უნდა მოხდეს.
„გვაქვს შემთხვევები, სადაც ხდება სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილ ურნებში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამედიცინო ნარჩენები, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნაში იყრება, ეპიდემიის გავრცელების პირველწყაროა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენმა მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგის დროს მსგავსი ფაქტები გამოავლინა. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირებაც არის და ჯარიმდებიან, თუმცა აქაც გვინდა გავამკაცროთ ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება. ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში, დაახლოებით, 12-ჯერ იზრდება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ათმაგი ოდენობის ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, თუ აქამდე დამრღვევი ფიზიკური პირი 400 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა ის 5 000 ლარით დაჯარიმდება. იურიდიული პირი აქამდე ჯარიმდებოდა 1 000 ლარით და ახლა 10 000 ლარით დაჯარიმდება.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter