Bloomberg: აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიყიდვას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესმა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიყიდვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროებზე დარდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინამ ეს იარაღი მიმდინარე წლის ზაფხულში ითხოვა. ეს კონტრაქტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისგან დამოუკიდებელია, რომელიც კონგრესმა მანამდე დაამტკიცა.
2018 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას Javelin-ის ტიპის 200 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 37 გამშვები დანადგარი მიჰყიდა.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter