მადლენ ოლბრაიტი: „ფოთის პორტის გაფართოების პროექტის დაწყებას წერილით გამოეხმაურა”

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP-ის ხელმძღვანელი მადლენ ოლბრაიტი ფოთის პორტის გაფართოების პროექტის დაწყებას წერილით გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს პროქტი იმის მანიშნებელია, თუ რისი მიღწევა შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ერთად მუშაობის პირობებში.
„მე განსაკუთრებით მახარებს შეერთებული შტატების მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ამ პროექტისთვის, მათ შორის, OPIC-ის 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია“ – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.
მისი შეფასებით, ფოთი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს და მისი გაფართოება დაეხმარება ამ ქალაქს მეტი სარგებლის მიღებაში.
„ეს წაადგება არამარტო ფოთს, არამედ საქართველოს და მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა მადლენ ოლბრაიტმა.
ფოთში აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. პეის ტერმინალსის” ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში დღეს მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, აშშ-ის უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მმართველმა დირექტორმა კენეტ ანჯელიმ, ამერიკული კომპანიის „ALBRIGHT STONEBRIDGE GROUP” – ის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო’ბრაიანმა, ნიდერლანდური კომპანია „ROYAL HASKONING” – ის წარმომადგენელმა დირკ იან პიტერსმა და „ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს” პრეზიდენტმა მამუკა წერეთელმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter