გიორგი გახარია ეკონომიკურ ექსპერტებს შეხვდა

დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვნად სწორი, ობიექტური შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ატაროს სოციალური ტვირთი მანამ, სანამ არ შეიქმნება ქვეყანაში ჯანსაღი, ძლიერი ბიზნეს სექტორი, რომელიც შეძლებს, თავის თავზე აიღოს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეების წინაშე უნდა ატაროს.
„ფაქტობრივად, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მზად ვართ, პრობლემები, რომელსაც ჩვენც და თქვენც ვხედავთ, დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ. შესაბამისად, ჯანსაღი დისკუსიის ნაწილში დარწმუნებული ვართ, რომ ვიპოვით იმ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში, იქნება ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდისკენ და ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, მივდივართ სამუშაო ადგილების რაოდენობაზე. ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება და კიდევ ერთხელ რეფორმირება, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით ქვეყანაში შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი საშუალო კლასი, რაც ასევე აუცილებელია პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვისაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჩვენ მოვახერხეთ, მიუხედავად სოციალურ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გარკვეული ვალდებულებების ზრდისა, შეგვენარჩუნებინა ფისკალური დისციპლინაც და კაპიტალური ხარჯებიც. მიდგომა ძალიან მარტვია, გვესმის, რომ კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული კრიტიკულად მნიშენლოვანია ეკონომიკური ზრდისთვის ამიტომ, აღვნიშნავ 2019 წელს საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ათვისების ნაწილში და ვთვლით, რომ ამ მხრივ ტემპი შენარჩუნდება, ოდნავ გაიზრდება, ისევე როგორც ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითადი ამოცანა.

მარტივად რომ გითხრათ, ძირითად რესურსს ვხედავთ ეფექტურობის ზრდის ნაწილში. არის ამის რესურსი სხვადასხვა მიმართულებით როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე რეგიონალურ დონეზე ხარჯვით ნაწილში. მოგეხსენებათ რეგიონალურ დონეზე, კაპტალური ხარჯები დღეს მილიარდ 200 ათასზე მეტია და ყველაფერს ამას სჭირდება სერიოზული კონტროლი როგორც შიდა, ისე გარედანაც.

ფაქტობრივად ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მზად ვართ ეს პრობლემები, რომელსაც ჩვენც ვხედათ და თქვენც ხედავთ, რომ დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოდ.

გაზიარება

Share on facebook
Facebook
Share on twitter
Twitter